შემოდგომა….

ისევ დაგიბრუნდით მორიგი ფოსტით… დიდი ხანია აქ არ დამიდია რაიმე სიახლე. , არ ვიცი რატომ მაგრამ რატომგაც მომინდა ახალი ფოსტის დაწერა . რადგან ახლა შემოდგომაა გადავწყვიტე დამეწერა წელიწადის ამ დროზე. უკვე იგრძნობა, რომ შემოდგომაა, დაიწყო გრილი ამინდებიც და ფოთლ ცვენაც… მოახლოვდა რთველიც …

შემოდგომა ძალიან ლამაზი დროა მე ასე ვფიქრობ . ამ დროს ხომ ხეებს ფოთლები ცვივათ და მიწა წითელ-ყვითელი ფოთლებით არის მოფენილი , ეს კი ნამდვილად ლამაზი სანახაობაა .

მიყვარს ეს დრო!!!…

აი ესე ძალიან მოკლედ, დავწერე შემოდგომის შესახებ… ალბად ისევ გავაგრძელებ ამ ბლოგგზე ფოსტების დადებას… დროებით!!

ხალხი ცდილობს მიიძინოს

ის ვისაც გამოსწორება სურს, უმნიშვნელოთაც გამოსწორდება. მაგალითად. მიწისძვრა ჭაღს გააქანებს, ან თვითონს მას შეაჯანჯღარებს გვარიანად და ამ გზით ადამიანი გონს მოდის. ურწმუნოებს კი, როცა ესმით, რომ ომი ან რაიმე კატასტროფაა მოსალოდნელი უფრო უარესები ხდებიან და ამბობენ: – “აბა მოდი, მოვილხინოთ, სულ ერთია, მაინც მოვკვდებით:. და ეფლობიან სრულ თავაშვებულობაში. ძველ დროს თვით გულგრილი ადამიანებიც კი როდესაც იგებდნენ, რომ ომი იქნებოდა, გონს მოდიოდნენ და თავიანთ ცხოვრებას ცვლიდნენ. დღეს ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ძველად ჩვენი ერი სულიერად ცხოვრობდა, ამიტომ ღმერთი აკურთხებდა მათ და წმიდანები სასწაულებრივად გვეხმარებოდნენ. ჩვენ ვიმარჯვებთ მტრებზე, რომლებიც რიცხობრივად ყოველთვის აღგვემატებოდნენ. ახლა ვამბობთ, რომ მართმადიდებლები ვართ, თუმცაღა, სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ ” მართმადიდებლის ” სახელს ვატარებთ და მართმადიდებლური ცხვრებით არ ვცხოვრობთ.
ერთ მოძღვარს, რომელიც საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული, ჰკითხეს: “იცი რაიმე ღვთისმგმობელ ფილმზე?” მან უპასუხა – ” არაფერი ვიცი ” . არაფერი იცოდა. არადა თავად დიდ ქალაქში მსახურობდა. ისინი ხალხს აძინებენ, ტოვებენ მას ისე, როგორც არის, რათა მან არ ინერვიულოს და გაერთოს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, რომ ომი ან მეორედ მოსვლა იქნება და ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, ვაითუ ხალხი განერვიულდეს. ანდა-ის მოხუცი ქალები, რომლებიც ისე ცხოვრობენ თითქოს სიკვდილი სულაც არ ელოდებათ, მოთქვამენ – “არ ილაპარაკოთ სიკვდილზე, მხოლოდ – დღესასწაულებზე და ნათლობებზე “. და ამ გზით ცრუსიხარულს განიცდიან.
ეს იყო მამაოს მონათხრობი, და მომავალშიც შემოგთავაზებთ საინტერესო ფოსტებს:)

ჩემი საყვარელი ლექსები :)

მიყვარს ლექსები და, რათქმაუნდა რამოდენიმეს გამოვარჩევდი. ალბად ყველას უცდია ლექსის დაწერა ნუ ყველას თუ, არა უმეტესობას მაინც. მეც ვწერდი რაგაცეებს ჩემთვის… ვგიჟდები გრანელი ტერენტის ლექსზე სახელწოდებით “სიზმარი”…

სიზმარი

თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი,

თითქოს ვიყავი ბავშვი – უფალი.

არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში

მე მივდიოდი თავისუფალი.

და ამ დროს უცებ მოვარდა ქარი,

და თითქოს განგებ თავს ვიღუპავდი.

და შემხვდა ვიღაც უცნობი ქალი,

და მე ვიყავი თავისუფალი.

თითქოს მესმოდა ყორნის ჩხავილი,

წინ იშლებოდა გზები უვალი.

ხელში მეკავა თეთრი ყვავილი

და მივდიოდი თავისუფალი.

ეს ლექსი ერთხელ მუსიკის, გაკვეთილზე ვიმღერე და ასე თუ ისე კარგი გამომივიდა… თავად ტერენტს ტრაგუკული ცხოვრება ქონდა… ლექსი რაღაც სასიამოვნოა და მომწონს… : )კიდევ ერთი ლექსი ტერენტი გრანელის “არ შემიძლია და მე ავად ვარ”

არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

ასევე მიყვარს გალაქტიონ ტაბიძის ლექსი “ქარი ჰქრის”

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..

აღდგომა.

აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული არის რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. ესაა მართლაც რომ უდიდესი და ბრწყინვალე დღესასწაული. ყველას გვაქვს გარკვეული სურვილები და ტრადიციები აღდგომასთან დაკავშირებით. ალბად ყველას ნანახი გაქვთ ფილმი აღდგომასთან დაკავშირებით. ფილმი სადაც ადამიანებმა აწამეს იესო. ჯვარს რომ გააკრეს რა თქვა მან? მან თქვა:”შეუნდე უფალო, რამეთუ მათ არ იციან რასა იქმან”.

ძალიიან მიყვარს გალობა რომელიც ქრისტეს აღდგომასთანაა დაკავშირებული.

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს… გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს…

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.

უბრალოდ გამონათქვამები_-)

ნუუ ესეიიგიი ესაა ეგრეთწოდებული “ბრძნული” გამონათქვამები… იმის გამო, რომ მე ამას ბრძნულს ვერ დავარქმევ იყოსსს უბრალოდ გამონათქვამები_-)

“ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”

“ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია”-ეს მართლაც ასეცაა იმედია დამეთანხმებით)
]

)))….. ))))“ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია”…..მაგრამ მარტობაა ძალიან რთულიაა…

“ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა”


“საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია…”
“ფრთხილად აირჩიე ოცნება ის შეიძლება მართლა ახდეს…”

“სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა…”

“ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ” –

“მეგობარი არასდროს გეტყვის “ხომ გეუბნებოდი” მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა…”

“სიცოცხლე არაფერია მეგობრების გარეშე”

“სინანული არის დიდი წუხილი, იმის გამო, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ”

“მამაცობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე გაიძვერები.”

“ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი”
“ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე…
“ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის, ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს…”

“სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია”

“უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი”

“წახვალ… და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა რომ გაგახსენდები… და მერე ჩურჩულით იტყვი “მიყვარდა” მაშინ გკითხავენ “რატომ დაშორდთ?” გაგეღიმება, სიიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი “ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი”



:* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :*

გართობა!!!=)

ესეც შემდეგი თემა… რამდენი ხანია ახალი ფოსტი არ გამიკეთებია, და როგორც იქნა ახალს ვაკეთებ. იმის მიუხედავად, რომ გართობის ხასიათზე არ ვარ, მაინც გადავწყვიტე დამეწერა გართობაზე ეგებადა მეც გავმხიარულდე. გართობაააა!!!!! მგონი ყველას უყვარს ხომ? იმედია ასეაა მეც მიყვარს გართობა, ოღონდ გართობასაც გააჩნია. გართობის ძალიან ბევრი სახობა არსებობს მაგ: სიმღერა, ცეკვა ა.შ ამის ჩამოთვლა, რომ დავიწყო მთელი თემა მხოლოდ და მხოლოდ ჩამოთვლა გამომივა. მე თუ მკითხავთ წიგნის კითხვა ისე მიტაცებს, რომ ამით ვერთობი კიდეც.
იმისათვის, რომ ამ ფოსტმა ასე თუ ისე გაგამხიარულოთ საჭიროა რაიმე ანეგდოტები დავწერო ანდა რაიმე გასართობი მოვიფიქრო. მოდი დავიწყოთ ანეგდოტებით იცით არ ვიცი, რომელი დავწერო მაგრამ რომელსაც დავწერ იმედია ასე თუ ისე მაინც მოგეწონებაც, ნუ ყოველ შემთხვევაში გაგეღიმოთ მაინც.

ნუ რაღაც ესეთიც გავაკეთე ალბად სურათებით უკეთესია 🙂
დავიწყოთ ეხლა ცოტა კაი ანეგდოტებიიი!!!!

მიხო და მარო ჭამენ ბორშს,მარო ბორშს ხვრიპავს და ისე ჭამს. მიხოს აეშლება ნერვები და კბილებში შემოარტყავს კოვზს,-
ნუ ხვრიპავ შენი ……..
– ხო კაი მიხოო – და დაიწყებს ჩუმად ჭამას. მიხო ისევ გაუქანებს და შემოარტყავს კოვზს, ატირებული მარო
– ეხლა რაგა გინდა მიხო?
– ოხ რომ მახსენდება როგორ ხვრიპავდი ნერვები მეშლება!

მიხო და მარო უყურებენ ფილმს საშინელ მონსტრებზე. მორიგი მონსტრის გამოჩენისას მარო იტყვის:
– ვაიმე, დედაა!
– ჰა, ქალო იცანი დედაშენი?!

ეს ალაბდ ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ მაინც =)

სვანი სახესა და ტანზე მაზუთს ისვამს . -რას შობი, ბიჭო?-ეკითხება მეორე. -განცხადებაში ეწერა, შავი მუშები გვჭირდებაო 🙂

მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის:
_ აქ რა გინდა? _ ჰკითხა გაოცებულმა.
_ დაახ

რა მოხდება 2012 წელს? და რიცხვი, 666….

დღეს მომინდა რაიმე საინტერესო, თემის დაწერა. ბოლოს მომაფიქრდა დამეწერა 2012 წლის შესახებ.დამეთანხმებით ალბა ყველას შეეშინდა როდესაც გაიგო უზარმაზარი ასტეროიდის შესახებ, რომელის დედამიწისაკენ მოემართება. ამის შესახებ იხილეთ ჩემი ფოსტის გაგრძელებაში… ამბობენ, რომ 2012წელი სამყაროს დასასრული არის. დავიწყე ლიტერატურიდან, წავიკითხე 2 წიგნი, შემდეგ ინტერნეტი, და მართლაც აღმოჩნდა, რომ პირველად მსოფლიოში ყველა წინასწარმეტყველობის წყარო და სხვადასხვა კულტურები თუ რელიგიები მოუთითებენ ერთ თარიღს როდესაც ახალი სამყარი აღმოცენდება, ძველი კი ისტორიას ჩაბარდება – 21 დეკემბერი, 2012 წელი. როდესაც ეს წავიკითხე, რომ არ მოგატყუოთ დამბურძგლა ((( მგონი სჯობს განვაგრძო. ეს მოვლენა არ იქნება წამიერი, ეს ნელა დაიწყება და გაგრძელდება. ხოლო ვინც გადარჩება ახალ ცხოვრებას, ახალ სამყაროს შეხვდება. გასაკვირვი ის ფაქტიც არ უნდა იყოს რომ უმეტეს მეცნიერულ ფაქტებს NASA–ც ადასტურებს. კერძოდ, 2012 წელი იქნება ის წელი როდესაც დედამიწა, 26,000 წელიწადში ერთხელ იცვლის პოლარულ ველს და პლანეტა გადაიხრება 27 გრადუსამდე (ეხლა 26ია). ეს თუ რას მოიტანს არავინ იცის ჯერ. ამასთანავე, დედამიწა ხვდება გალაქტიკის ისეთ სისტემაში სადაც პლანეტები აგრესიულად იწყებენ მოქმედებას, რამაც შეიძლება სხვა პლანეტების ერთმანეთში შეჯახება გამოიწვიოს. საინტერესოა რა მოგვივა ჩვენ?? რა ბედი ეწესა სრულიად საქართველოს?? ამის შესახებ მე ბევრს ვერაფერს გეტყვით არ ვიცი რა ბედი მეწევა მე, ჩემ ოჯახს, მეგობრებს სამწუხაროდ არაფერი არ ვიცი. ყველაზე საოცარი კი ის ფაქტია, რომ მაიას ცივილიზაციამ ეს დღე და რიცხვი ოცი ათასი წლის წინ იწინასწარმეტყველა და თავისი ცივილიზაციის დასასრულიც თარიღიც კი ზუსტად დაასახელა. მაიას ცივილიზაცია, რომელიც ჩრდიელოეთ და აღმოსავლეთ ამერიკის ინდიელ ტომებს წარმოადგენენ, ყველაზე განვითარებული იყო, რადგან მათმა ასტროლოგებმა იცოდნენ იგივე ინფორმაცია ჩვენს პლანეტაზე და გალაქტიკაზე, რომელიც თანამედროვე მეცნიერებს 21–ე საუკუნის ტექნოლოგიამ მოუტანა. საიდან და როგორ მიიღო ეს ინფორმაცია მაიას ცივილიზაციამ, ეს კიდევ მსჯელობის საგანია. მაიამ იწინასწარმეტყველა მე–13 ბახტუნის დამთავრება, რომელიც იქნება 21 დეკემბერი, 2012 წელი. ამით ყოველივე ძველი მთავრდება და ახალი ცივილიზაცია, ახალი სამყარო იქმნება… ერთერთმა ცნობილმა ეკონომისტმა აგრეთვე დასძინა, რომ ყოველ 14 წელს მსოფლიოს საფინანსო ბაზარი განიცდის დიდ დარტყმას.ნასა ირწმნუნება რომ 2012 წელს მზის რადიაცია რადიკალურად გაძლიერდება შეიცვლება და ახალი მზის ციკლი დაიწყება. ამასთანავე, დედამიწის პოლარული ველები იცვლება პარალელურად. ნასა აგრეთვე დასძენს რომ ამ ფაქტს შეუძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს კომუნიკაციურ საშუალებებზე, საჰაერო ნავიგაციაზე და სატელიტებზე. ეს იქნება ის დრო როდესაც მზე მოექცევა გალაქტიკის ცენტრში, რაც გამოიწვევს პლანეტების ორბიტაში ცვლილებას და ჩვენს გალაქტიკაში შეიქმნება ანარქიული, აგრესიული მიმოქცევა ისეთი პლანეტებისა როგორიცაა მერკური და ვენერა. იმის გამო, რომ მე თქვენთან ყოველთვის გულწრფელი ვარ მინდა გითხრათ, მე ამის არ მჯეროდა ამას წარსულში ვამბობ, არ ვიცი რის გამო. თითქოსდა შემეშინდა ეგებადა მართალია? თქვენ გჯერათ?? (მე გავაგრძელებ თემას)ალბად საინტერესო იქნება თქვენთვის თუ ცოტა რამეს მაინც დავწერ, იმის შესახებ თუ როგორი იქნება 2012წელი ზოდიაქოს, სხვადასხვა ნიშნებისთვის. ვეფხვმა სასურველია მყარი საყრდენი მონახოს, რათა უკეთ შეძლოს თავის გატანა. კურდღელს(კატას) გარანტირებული აქვს სრული სიმშვიდე. დრაკონებისთვის კი მათი წელი ნამდვილ ტრიუმფალურ და წარმატებულ წლად იქცევა. გველებს თავიანთი სიბრძნე გამოადგებათ, რითიც შეძლებენ შესაძლო რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევას, ხოლო ცხენისა და თხისთვის ეს წელი განსაკუთრებით სასიკეთო და წარმატებული იქნება, ისევე როგორც მაიმუნისთვსაც, რომლის ცხოვრებაც სასიკეთო მოვლენებით იქნება დახუნძლული. ხოლო მამლების უმრავლესობისთვის 2012 წელი ძალიან წარმატებული იქნება ოჯახის შექმნის მხრივ. ოდნავ რთულად ექნებათ საქმე ძაღლებს, აი, ტახს კი კეთილდღეობა ელოდება. ეს უბრალოდ დრაკონის წელის შესახებ შემოგთავაზეთ. ახლა კი კარგი იქნება თუ ისევ, დავუბრუნდებით ძალზე საინტერესო თემას. მოდი მეორე ნაწილზეც ვისაუბროთ. რიცხვი რომელიც, ყველას შიშის ზარს სცემს 666. .ის რაზეც არავინ საუბრობს. 666! რიცხვი რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს. ის რაც რამდენიმე ათეული წლის წინ მხოლოდ წინასწარმეტყველი მამების წიგნების კითხვისას შეიძლებოდა აღმოგვეჩინა დღეს უკვე რეალობაა. ადამიანის დაჩიპვაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. როგორც ჩიპის შემქმნელები ამბობენ, ჩიპით თითქოსდა გაადვილდება მედიცინა, რადგან ექიმს დიაგნოზის დასმა შეეძლება მომენტალურად, ამავდროულად ყიდვა-გაყიდვა გაადვილდება, რადგან ჩიპით უფრო მოსახერხებელი გახდება იგი. მექსიკაში უკვე ოფიციალურად მიმდინარეობს ჩიპის ჩაყენება, და შემდეგ ყიდვა-გაყიდვა მისი მეშვეობით.

ამით მინდა დავასრულო ეს თემა. ასე თუ ისე იმედია საინტერესო იყო, და მეტი რამ შეიტყვეთ ამის შესახებ.

კინო… უბრალოდ საინტერესო კინო)!

აჰააა დავიწყოთ ჩემი მომდევნო თემა, რომელიც მე ვთვლი, რომ ასე თუ ისე საინტერესო უნდა გამომივიდეს. ეს როგორც ხვდებით კინოს ეხება. რატომ ვუყურებთ კინოს? რით ვინტერესდებით ხოლმე? ინტერესი გვაქვს ჩვენ და ვუყურებთ კინოს ეს სათავგადასავლო იქნება, თრილერი, სპორტული, მისტიკა თუ სხვა. რას წარმოადგენს კინოოო???? კინოს ალბად ყველა უყურებთ ხო? გვაქვს ასევე ჩვენი საყვარელი ფილმებიც, რომლებსაც გამოვარჩევთ…ალბად კინო რომელსაც არ ადევს მუსიკა უფრო უინტერესო ხდება. კინო რომელიც, მომაბეზრებელია ისიც უინტერესოა, კინო რომლის ყურებაც არ გვსიამოვნებს ისიც მომაბეზრებელია. აქედან გამომდინარე როგორი უნდა იყოს კინო? ისეთი, რომ თავიდანვე დაგვაინტერესდეს, სასიამოვნო საყურები იყოს, მისი ყურებისას გავერთოთ. შეიძლება ყველას არა, მაგრამ უმეტესობას გაგონილი მაინც ექნება twilight-ი ეს ფილმი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, სიმართლე გითხრათ მეც უზომოდ მიყვარს ეს ფილმი.

მგონი უმეტესობას მოგეწონებოდათ Robert Pattinso-ი ის სილამაზით გამოირჩევა… ანუ გარეგნობით სიმართლე რომ გითხრათ, მეც ძალიან მომწონს ის იმედია დამეთანხმებით იმაში, რომ კარგადაც თამაშობს როლს.
<
არსებობს ბევრი კაი კინოოო, თუმცაღა მე პირადად ყველაზე მეტად ეს მიყვარრსსსს ვგიჟდებიი ძალიან დამაინტერესდა. კარგით ნუ რა კიდეევვ?? განვმარტავ კინოხელობნებას ) კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

ახლა კი მინდა ერთი ორი სიტყვით ისევ შევეხო ჰჰმმ…ბინდის საგა: ახალი მთვარე (ინგლ. The Twilight Saga:
New Moon) — 2009 წლის რომანტიკული, ფენტეზი ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის რომანზე სახელწოდებით “ახალი მთვარე”. ეს არის 2008 წლის ფილმის – ბინდის გაგრძელება. მას შემდეგ, რაც “ბინდს” წარმატება მოჰყვა, Summit Entertainment-მა მისი გაგრძელების გადაღება 2008 წლის ნოემბერშივე გადაწყვიტა. ფილმის რეჟისორია კრის ვეიტზი. მონაწილეობენ: კრისტენ სტიუარტი, რობერტ პეტინსონი და ტეილორ ლოტნერი, ისინი ბრუნდებიან ბელა სუონის, ედვარდ კალენისა და ჯეიკობ ბლეკის როლებში. ფილმის სლოგანია “It will be as though I never existed” (ქართ. ეს ისე იქნება, თითქოს არასოდეს ვარსებულვარ)
ფილმი ეკრანებზე 2009 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა. მან ასევე მესამე ადგილი დაიკავა “ყველაზე შემოსავლიან ეროვნულ პრემიერებს” შორის, “ბნელი რაინდისა და ადამიანი-ობობა 3-ის შემდეგ. აჰაა ესეც ასეე იმედია ცოტათი მაინც დაგაინტერესდათ ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ბინდის ის სიმღერა რომელიც ძალიან მომწონს)))

ესეც ასეე… ცოტახნით დაგემშვიდობებით…

ვაჟა-ფშაველა უნიჭიერესი მწერალი!!!!!!!

მმმ…. მოგეხსენებათ რომ ვაჟა ამ ქვეყანას ლუკა რაზიკაშვილად მოევლინა. ის ჩემი საყვარელი პოეტია ვგიჟდები მის შემოქმედებაზე. ალბად საჭირო არაა მისი ბიოგრაფიით დავიწყო, ის ხომ ყველასათვის ცნობილი მწერალია, თუმცაღა ერთი სიტყვით მაინც უნდა მოგახსენოთ მისი ბიოგრაფიის შესახებ. იგი დაიბადა ფშავში, მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ. მათი მამა მღვდელი იყო, წიგნის სიყვარულიც ხომ მამამ ჩაუნერგა შვილებს. პოეტუს დედა მშვენიერი მოსაუბრე ყოფილა. ლუკა რაზიკაშვილს ყოველთვის ახსოვს დედის ერთი მონათხრობი, რომელიც დღევანდელ ენაზე, რომ ვთქვათ ქალიშვილობის დრის ხილვა-მოჩვენებას აცოცხლებდა… ვაჟა მასწავლებელიც იყო. მოკლედ მისი ოჯახის შესახებ მოგახსენეთ.

ის ჩემი საყვარელი პოეტია))))))

ქალას…

ქალავ, ის მიყვარს მე შენი,

თავს რომ დაჰკიდებ მელადა,

პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,

ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.

დრო-და-დრო გაგეღიმება

გულის საკლავად, ნელადა;

უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ

გულის გამხდარხარ მჭრელადა.

ჯერაც ატყვია ჩემს გულსა

შენგნით წყლულები ჭრელადა,

ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,

ვერ გაგიხდები მტერადა!

მას არაჩვეულებრივი პოემები აქვს დაწერილი, მაგალითისთვის ალუდა ქეთელაური.
მოგეხსენებათ რომ ვაჟა არამარტო ლექსებს, არამედ მოთხრობებსაც წერდა. პირადად მე ლუკას ვაფასებ და პატივს ვცემ, ალბად ყველას აქვს წაკითხული ერთი თავი მაინც “შვლის ნუკრის ნაამბობიდან” ამ ტექსტში ის აცოცხლებს შვლის ნუკრს, და ალაპარაკებს მას.პირველ თავში ვიცნობთ შვლის ნუკრს, მოვლენები ვითარდება ეს ყველაფერი ამაღელვებელია. ეს იმდენად ემოციურია, რომ პირადად მე ვიტირე კიდეც მაშინ, როდესაც შვლის ნუკრს დედა მოუკლეს და სიმართლე რომ ვთქვათ ბედის ამარად დატოვეს. ეს რაღაც უცნაური ნათქვამია ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია, მონადირეს თვალით რომ შევხედოთ, ის ხომ ამისნაირს 100-ს კლავს. ვაჟამ დაგვანახა ნუკრის ბედი და მისი თავგადასავალი.
მე მინდა შემოგთავაზოთ ლუკას წერილიდან ნაწყვეტი, რომელიც აქტუალობას ინარჩუნებს.
ვგონებ შაჰ-აბაზის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ. ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა. მართლაც, ვინც ანა-ბანა არ იცოდა, ახლა ისწავლა, რომ ხოლერაზედ რამ მოიწეროს გაზეთში.ვისაც გაზეთი მხოლოდ ყუთით გაუგონია, განაღამც წაეკითხოს, ან დაეწეროს რამ, დღეს კორესპონდენციას სჩალხავს და ჰგზავნის გაზეთში დასაბეჭდად. ესეც კაი საქმეა. თუ ხოლერა არა, თქვენი მტერი, თავის დღეში კალამს არ აიღებდა ხელში. ხოლერა ჭირია სხეულისა, სიცოცხლის მტერი და, რა თქმა უნდა, ცოცხალს თვალებს გაახილებინებს, აალაპარაკებს. ეს საკვირველიც არ არის. ამიტომ ცოცხალნი ღონისძიებას ეძებენ, როგორმე თავიდან აიცდინონ, წამალი მოუძებნენ; ვისაც წამლის იმედი არა აქვს და არც ის უწყის, რომ თავი და თავი წამალი ხოლერისა სისუფთავეა და ზომიერება ყველაფერში, სხვა ღონე არ დარჩენია, უნდა გაიქცეს და ტურასავით ტყეში დაიმალოს, თავის ქოხ-მახს, თავის სარჩო-საბადებელს სტოვებს ღვთის ანაბრობაზე და გარბის; იმას-კი აღარა ფიქრობს, რომ ერთი და იგივეა, მგელი შესჭამს, თუ მგლის შვილი. ესეც რაც არის-არის, მადლობა უფალს. ეს მე არ მიკვირს, საკვირველი უფრო სასტიკი, უფრო მავნებელი. ნეტავი ერთს დღეს მაინც ამ მეორე ხოლერამ ისე ააყაყანოს ხალხი, როგორც ეს ბაცილა-ბაქტერიების დედა აყაყანებს ქვეყანას ამ სამი-ოთხის თვის განმავლობაში. ერთის მხრით რომ იფიქროს კაცმა, იმას დაასკვნის, რომ ალბათ სხვა არაფერი არა უწირს რა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და იმიტომ არავინა ყაყანებს. არავინ რას ამბობს, მაგრამ ამგვარი ფიქრი ტყუილი ფიქრი გამოდგება. მაშ სხვა ხოლერა არ ბდობს ჩვენში და არ გვმუსრავს?!


ქეიფი

დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩამსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია,
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.
ლუკას სიცოცხლეში არ ეღირსა აღიარება, მაგრამ იმას მაინც შოულობდა მისი შემოქმედებით, რომ ოჯახი გამოეკვება და რჩენა შეძლებოდა.


ამით მინდა დავასრულო ვაჟას შესახებ ფოსტი, მაგრამ რათქმა უნდა ანით არ ამოწურულა მასზე იმფორმაცია მის შესახებ.

დრო)

როგორც იქნა დაგიბრუნდით ახალი თემით ეხლა კარგად მოვკალათდები და მოგახსენებთ რაშია საქმე))))მოგეხსენებათ თუ როგორი სასტიკია დრო, ავხსნი ამას რატომ ვამბობ იმიტომ, რომ დრო ხომ ერთ რამეს ვიტყოდი დროა, დროს ფეხი ავუწყოთ)) ისე სწრაფად გარბის რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ. დრო სწრაფად მირბის და მირბის წამები, წუთები, საათები, დღეები… დრო არასდროს ჩერდება. ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის. დროს მიყვება ისეთი წამები რომელსაც ვეღარ დავიბრუნებთ როგორც არ უნდა გვინდოდეს.
მონატრება ეს გრძნობაა რომელიც ჩემი აზრით ყველას გააჩნია. დრო კი ისე სწრაფად მიქრის, რომ ყველაფერი სწრაფად ქრება. გუშინდელი დღესავით მახსოვს ზაფხული, ეს წელიწადის ის დროა რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ამის სხვადასხვა მიზეზები არსებობს.ყველას თავის აზრი გააჩნია მონატრებასთან დაკავშირებით. ყველას რაღაცა ან ვიღაცა ენატრება. ვის შეყვარებული, ვის ახლობელი ზოგსაც მისი ცხოველი. იმედია დამეთანხმებით რომ ცხოველიც გვენატრება ხოლმე. შორს ნუ წავალთ და დავუბრუნდეთ ისევ და ისევ ჩემ თემას დავუბრუნდეთ. მოინატრებული დრო როგორც მოგახსენეთ დრო ისე გარბის, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ შესაბამისად ის ნანატრი წამებიც გარბის რომელიც ასე გვენატრება. სამწუხაროდ როგორც ჩემ წინა თემაში მაქვს ნათქვამი დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომაც შეუძლებელია იმ წამების დაბრუნება რომელიც, ასე ძალიან გვენატრება, მაგრამ საქმე იმაშიცაა რომ დრო რომ უკან დავაბრუნოთ, მაინც ისე სწრაფად გაფრინდება როგორც ახლა…
ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, და ჩემი აზრით ეს ასეც არის. იმედია იმაშიც დამეთანხმებით, რომ როგორც წინა აბზაცში ვთქვი დრო სასტიკიცაა დაუნდობელი, ის ხომ სწრაფია. ალაბდ თქვენც გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც გინდოდათ დრო სწრაფად გასულიყო თუმცაღა სწორედ ამ დროს გვეჩვენება, რომ დრო ძალიან ძალიან ნელა მიდის.მე ერთ რამეს ვიტყოდი დროა, დროს ფეხი ავუწყოთ))


დრო, დრო, დრო, დრო, დროოო…
რა შეგვძლია ვთქვათ დროზე?
1) დროს უარყოფითი მხარეც აქვს და დადებითიც.
2) დრო ყველაფრის მკურნალია.
3) დრო ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის.
4) დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია.
5)დროსთვის არანაირი კანონი არ არსებობს.
6) დანარჩენი თქვენ იცით))

ჰმმმ… ესეც ჩვენი დრო… დროებითთთთთ))))))
ეს ვრცელი თემა ასე მოკლედ გადმოგეცით…